"დათა თუთაშხია"
დათა თუთაშხია
ჭაბუა
ამირეჯიბი
"დათა თუთაშხია" ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე სახელგანთქმული ნაწარმოებია,რომლის მოქმედებაც XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობს.
ნაწარმოები ეყრდნობა რეალურ სიუჟეტს.რომანის მთავარი გმირი გახლავთ დათა თუთაშხია,რომელიც გუძა შელიას განასახიერებს.
ვინაიდან,დათა ირჩევს კანონგარეშე ცხოვრებას ირჩევს და აბრაგი ხდება,ის ხშირად არის დევნის ობიექტი მეფის ჟანდარმერიის მიერ.ჟანდარმერიის,რომლის მაღალჩინოსანიც გახლავთ,მუშნი ზარანდია-დათას მამიდაშვილია.
რომანი 4 კარად არის დაყოფილი:
I კარში დიდ ნაწილს იკავებს თუთაშხიასა და მოსე ზამთარაძის ( დათას მეგობარი,რომელიც ასევე აბრაგია) ურთიერთობა.ისინი შეხვდებიან ერთ-ერთ ტომს,რომლის ბელადად წოდებულია არქიფო სეთური.დათა და მოსე გადაწყვეტენ გაათავისუფლონ ხალხი,რომლებიც იმყოფებიან არქიფოს გავლენის ქვეშ და მას თვალდახუჭულნიც ენდობიან.მაგრამ,სამწუხაროდ,მათი მცდელობა კრახით დასრულდება.
პირველ კარში აქტიურად გვხვდება კაციჭამიების მონაკვეთიც,რომელსაც თორია ამზადებს.
II კარი ეთმობა დათას გადაწყვტელიბას იმის,შესახებ რომ ის სხვა ადამიანების საკითხებში არ უნდა ჩაერიოს.მკაფიო მაგალითია დურუსა და კიკუს მონაკვეთი,როდესაც დათა გადაწყვეტს აღარ ჩაერიოს კიკუს საქმეში,რის გამოც დურუ სიკვდილის წინ წარმოთქვამს სიტყვებს:
"დათა თუთაშხია,შენს კისერზე იყოს ჩემი ოჯახის ცოდვა!"
III კარში ავტორი მკაფიოდ გამოხატავს იმ ფაქტს,რომ დათამ დაკარგა გზა თავისი ცხოვრებისა და არ იცის რომელი მიმართულებით უნდა იმოძრავოს.სწორედ,ამიტომ ის შეუერთდება ადვოკატისა და მისი მეგობრების პატარა წრეს,სადაც ისინი საუბრობენ მეტად მნიშვნელოვან თემებზე.ისინი ხშირად მართავენ ნადიმებს ამგვარ თემებზე სასაუბროდ და ერთ-ერთ ასეთ ნადიმზე მათ შეუერთდება გრაფი სეგედი,ჟანდარმერიის უფროსი,მაგრამ დათას არ დაიჭერენ.
საბოლოოდ,დათა თავისი ცხოვრების გზასთან დაკავშირებით,მიიღებს გადაწყვეტილებას,რომ იმ მიმართულებით იაროს,საითაც გული გაუწევს.
IV კარის დასაწყისს,მუშნი ზარანდია წინაურდება და პეტერბურგში ძალიან სერიოზულ თანამდებობას იკავებს.ამ დროისთვის, დათა ფიქრობს,რომ ბოროტების დაძლევისთვის ძალაა საჭირო.
წიგნის დასასრულს,დათა ხვდება,რომ სიკეთის კეთება,ბოროტების დაძლევის ერთადერთი საშუალებაა,მაგრამ სამწუხაროდ,ხელისუფლების მიერ ჩანერგილმა ზიზღმა,გუდუნა (დათას შვილი) მიიყვანა იქამდე,რომ მანვე მოკლა მისი მამა-დათა თუთაშხია.
"დათა თუთაშხია" მრავალ სათქმელს ატარებს მაგრამ, მთავარი მაინც ერთია-ბოროტების დაძლევა ბოროტებითვე არ ხდება.ბოროტების წინააღმდეგ ძალით ბრძოლა,მხოლოდ და მხოლოდ ამრავლებს მას.მისი დაძლევის საუკეთესო საშუალებაა სიკეთის კეთება.
Comments
Post a Comment